ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ – ევროკომისარი გაფართოების საკითხებში

„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, – წერს მარტა კოსი პლატფორმა X-ზე.
„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენს გვერდით მტკიცედ დგომას თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად “, – წერს მარტა კოსი.
აპრილის ბოლოს მარტა კოსმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: „ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.
ამავე დროს, ევროკომისარმა მარტა კოსმა არ გამორიცხა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, – რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცეს:
· -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ
· მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ
· დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ
· „ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების – გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის – ლიდერებმა – და ხაზი გაუსვეს, რომ რომ ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ.
მათგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს:
· სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა
· ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ
· აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.