EU აშშ–თან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინებულად გამოყენებას აპირებს – კალასი

ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინირებულად გამოყენებას აპირებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
“გასულ ღამეს განხორციელებულმა თავდასხმებმა აჩვენებს, რომ რუსეთი ილტვის უკრაინის განადგურებისკენ და ახალი ტანჯვისკენ… გვჭირდება უძლიერესი საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი დავასრულოთ”, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს