ალეკო ელისაშვილი – ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, გარშემო სვავები არ ჩერდებიან და უკვე მოძებნეს პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის „ორჯონიკიძეები“ და „მახარაძეები“ – ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად

ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მუდმივი დაცვა და ბრძოლა სჭირდება.
“ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ისეთი რამ არის, მუდმივად უნდა დაიცვა, მუდმივად უნდა იბრძოლო, მუდმივად უნდა გაუფრთხილდე იმიტომ, რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები.
რთულია, მძიმე ბრძოლაში ვართ, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რა ვქნათ, საქართველო ერთადერთია და მისთვის ბრძოლაც ღირს, ნერვების მოშლაც და ძალიან მომქანცველ, შეუპოვარ ბრძოლაში შესვლაც, ასე რომ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ეს არის დაშინების მცდელობა – ხელისუფლებას სჭირდება, რომ ხალხი პრობლემებზე არ ლაპარაკობდეს, დაშინების კარგი შესაძლებლობა კი არის, რომ დასაჯო ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, რათა სხვები გაჩუმდნენ

Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია