26 მაისს გაიმართა მარშები, დარჩენილია დასკვნითი ღონისძიება

დღეს, 26 მაისს, სამოქალაქო სექტორისა და პროტესტში ჩართული საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად თბილისის სხვადასხვა ქუჩიდან მარშები გამართეს – მოქალაქეები შეიკრიბნენ რესპუბლიკის მოედანზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან, ფილარმონიასთან და მარჯანიშვილის მეტროსთან.
გაიმართა ლექციები და მოეწყო დისკუსიები, 15:00 საათიდან კი ეროვნული გალერეის წინ, რუსთაველის გამზირზე, ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა გამოფენა.

17:10 საათზე, ზუსტად იმავე დროს, როგორც 107 წლის წინათ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გაჟღერდა დამოუკიდებლობის აქტი – ტექსტი წაიკითხა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა გვანცა ჯობავამ. ამ აქტით 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დღის ბოლოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იგეგმება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს სიტყვით გამოსვლა.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორს ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
ს იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.