ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს! დღეს თქვენ აგრძელებთ იმავე ბრძოლას, რომელიც საუკუნეზე მეტია გრძელდება, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მე ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ – თავისუფლებას, დემოკრატიას და თავიანთი ქვეყნის პროევროპულ მომავალს“, – წერს ევროპარლამენტარი.




