მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ, ჩვენი რესურსები და ენერგია ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად მივმართოთ, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს

თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნის კრიტიკულ მომენტში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია – ჩვენი ვალია საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა და ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, „საბოლოოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა ერთიანი საქართველოს იდეას სისრულეში მოვიყვანთ“.
„თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნის კრიტიკულ მომენტში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ, ჩვენი რესურსები და ენერგია ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად მივმართოთ, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება გვჭირდება, სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები.
ძლიერი და ერთიანი საქართველო ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ საბოლოოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა სისრულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია

ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 10 პირის მოსამართლეს – ვნახეთ, რა ხდებოდა მაღალჩინოსნების სახლის ჩხრეკაზე – ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ვიმედოვნებ, ეს დასასრული იქნება ისეთივე მკაფიო, როგორიც მაღალჩინოსნების შემთხვევაში

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს