– არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს – არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს, ის ხალხს კლავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, კრემლის ხელმძღვანელს დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ახლა მას „რაღაც დაემართა“.
„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს აგზავნის და ხალხს კლავს და ეს არ მომწონს. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არა. ის ხალხს კლავს. ამ კაცს რაღაც დაემართა და ეს არ მომწონს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას „აბსოლუტურად“ განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”