– დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა – თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს – ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს

დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე, და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.
,,ეს დღე ჩვენია!
დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.
სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვზრდით, ვერ გავჩერდებით. გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას.
თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს.
გვესმოდეს და ვიცოდეთ თავისუფლების ფასი, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, დროშის, გერბის, სახელმწიფოს საზრისი. გვესმოდეს, როგორ მივყვეთ ჩვენს გზას და არა სხვის კარნახს.
თავისუფლება და დამოუკიდებლობა თვითმყოფადი ცნებებია, ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა. სხვა ყველაფერი უცხო და გარეშეა.
არსებობს ის რაც ჩვენია და არსებობს ის რაც სხვისია. ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, ჩვენის და სხვისის. პატრიოტიზმი სწორედ ეს არის, ჩვენის და სხვისის გარჩევა.
სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია!
გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!” , – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით