მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა 2023 წელს ჯამში 60 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გააუქმეს

მსოფლიოს 20-მა უდიდესმა ბანკმა 2023 წელს ჯამში 60 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გააუქმა – ეს არის მაქსიმალური რიცხვი, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. ამის შესახებ Financial Times წერს.
საინვესტიციო ბანკები ზედიზედ მეორე წელს განიცდიან მოგების ვარდნას, როგორც შერწყმის, ასევე შესყიდვების (M&A) და საჯარო შეთავაზებების აქტივობის შენელების ფონზე. ამ პირობებში ფინანსური ინსტიტუტები იძულებული არიან შეამცირონ სამუშაო ადგილები მოგების მარჟის შესანარჩუნებლად, აღნიშნავს FT.
„უმრავლეს ბანკში არ არის სტაბილურობა, არანაირი ინვესტიცია და ზრდა, ასე რომ, ჩვენ ალბათ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შემცირებას ვიხილავთ“, – აღნიშნა ლი ტაკერმა, ფინანსური სერვისების დამსაქმებელი Silvermine Partners-ის მფლობელმა.
მსოფლიოს ტოპ 20-მა ბანკმა წელს გააუქმა 61,905 სამუშაო ადგილი, FT-ის გამოთვლებით, რომელიც ეფუძნება ბანკების ანგარიშებს და გაზეთის საკუთარ ანგარიშებს.
შედარებისთვის: 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ათასზე მეტით შემცირდა.
წელს ყველაზე დიდი შემცირება დაფიქსირდა შვეიცარიულ UBS-ში, რომელმაც კონკურენტი Credit Suisse შეიძინა. ნოემბერში UBS-მა განაცხადა, რომ გაერთიანებული კომპანიის მუშახელი 13000-ით 116000-მდე შემცირდა და ექსპერტები ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს 2024 წელს ელიან.