„სინამდვილეში, გამიზნული და სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რაშიც სავარაუდოდ ფულიც ექნებათ გადახდილი!“ – დიტო სამხარაძე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე

„სინამდვილეში, გამიზნული და სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რაშიც სავარაუდოდ ფულიც ექნებათ გადახდილი!“ – დიტო სამხარაძე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე Tbilisi Open Air-ზე ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსს ასე ეხმაურება:
„იმიტომ შევინარჩუნეთ ქართველებმა ჩვენი მიწა, ადათი და სარწმუნოება, რომ მტერსაც ღირსებით ვექცეოდით ბრძოლის ველზე! კაცი მაშინ ხარ, ყველაზე მეტი განუკითხაობის დროს ღირსებას რომ შეინარჩუნებ! ომში, ნგრევაში და ჭირში კაცურად იმოქმედებ! ის, რაც დღეს ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, ქართველი კაცის ქცევას არ ჰგავს! მიკროფონგარჭობილი ვიღაც ქალოია რუსეთის დროშას აშარდავს! თუ მართლა მტრის, რუსეთის დამარცხება გინდა, გაასხი უკრაინაში და ეომე რუსებს, ვინც მოგიწონა ისინიც თან წაიყოლე და მაგით ამტკიცე შენი მტერთან ბრძოლა! სინამდვილეში, გამიზნული და სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რაშიც სავარაუდოდ ფულიც ექნებათ გადახდილი! სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინ! ომი რომ დაიწყოს, ეს რისი მეომარია და ამის მომწონებლები. მართლა რა ომი, ქვეშაფსიებს როდის იყო რამე კაცური, ქართული ქონდათ, მეც რომ აქ ვწერ! ფუუ, ყველაფერში როგორ შეიძლება ფარჩაკები იყოთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ