ჰაკან ფიდანი რუსეთში ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს შეხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანი 26-27 მაისს რუსეთს ეწვევა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჰაკან ფიდანი რუსეთში კოლეგის, ს მოწვევით ჩავა.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
გარდა ამისა, ჰაკან ფიდანი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადიმერ მედინსკისთან, რომელიც 16 მაისს სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ანდრეი ბელუსოვთან.
თურქული მედია წერს, რომ შეხვედრების დროს მინისტრი ხაზს გაუსვამს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ თურქეთის ერთგულებას და კმაყოფილებას გამოთქვამს ამ პროცესში ბოლო დროს მიღწეული პროგრესით.
მოსალოდნელია, რომ ჰაკან ფიდანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შუამავლის როლის შესრულებით.