ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა

ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 21 მაისს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტიც.
„სტუმრებს სიტყვით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ.
ღონისძიებას შვეიცარიის ფედერალური უწყებებისა და შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
მიღების ფარგლებში გათამაშდა ავიაკომპანია edelweiss-ისა და easyJet-ის პირდაპირი ფრენის ავიაბილეთები ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით. საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი