საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესპანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯები. ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც პარტნიორებისგან აქტიურ ყურადღებას საჭიროებს.
ქართულმა მხარემ ესპანეთის დელეგაციას გააცნო ს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, გამოთქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში კონსტრუქციული ჩართულობის მზადყოფნა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.