საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ზაგრების უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა, რომელზედაც წარმოდგენილია ქართული კულტურის, ენის, ისტორიის და არქიტექტურის ამსახველი ფოტოები. ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენა გახსნეს ხორვატიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ და ზაგრების უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიცე-დეკანმა, პროფესორმა ჰრვოე სტანჩიჩმა.
“ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატიულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ზაგრების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე წელს ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება, სადაც სტუდენტებს, მკვლევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საინტერესო კოლექციით, რათა უკეთ გაეცნონ ქართულ ენას, ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიურ პერსონალი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი