საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრა გამართა პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პორტუგალიის დელეგაციამ გამოხატა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
„პორტუგალიის წარმომადგენლების ინტერესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ს მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არსებული საფრთხეები და შესაძლებლობები.
მხარეებმა გამოხატეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.