სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის „Villa de Madrid”-ის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე, მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის “Villa de Madrid”-ის ჩემპიონია.
ქართველი სპორტსმენი ბრძოლებში T64-დან ჩაერთო, 3 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. ამ ეტაპზე კორეელი სპორტსმენი 15:13 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც თურქ მეტოქეს 15:8 სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი