რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რევაზ კიკნაძის განცხადებით, ის 3 დღე ე.წ. კარცერში ჰყავდათ. აღნიშნულის შესახებ კიკნაძემ მის ადვოკატს, ელგუჯა ავსაჯანიშვილს სატელეფონო კომუნიკაციისას განუცხადა.
აღნიშნულ ჩანაწერში კიკნაძე აცხადებს, რომ მას ციხის ადმინისტრაციასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.
“სამი დღე ვიყავი კარცერში, სამი დღე ღამე ვიყავი იქ, შემოწმებააო, აბანოში გადიო, ჯერ ერთი აბანოში რატომ უნდა გავიდე-მეთქი, წინაზე, როცა გავედი, ცუდი რაღაცები მოხდა და ახლა არ გავალ-მეთქი. დავრჩი იმ ოთახში, მერე შემოვარდნენ გიჟებივით, ჩამოგლიჯეს ეს თოკები, რაც იყო ეს პირსახოცები და ტანსაცმელი, ერთმანეთში არიეს და დარიეს და სადღაც შეყარეს. ჯერ ამაზე ვთხოვდი პასუხს, თქვენ რომ არიეთ, თქვენ უნდა დაალაგოთ-მეთქი, არაო, ჩვენ არევა გვევალება, დალაგება თქვენი საქმეაო, რაღაც შურისძიების იმაში იყვნენ… მეუბნებოდნენ, შენ პატიმარი ხარ, რა კითხვების დასმას ბედავო, პატიმარს საერთოდ პასუხი რატომ უნდა გავცეო, პატიმარი ვარ, ადამიანი ვარ-მეთქი, ეს რამდენს ლაპარაკობსო და კარცერში ჩავიყვანოთო, ეს იყო და ეს. შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია… წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე სასაცილოდ მეჭიდავებოდნენ, ვუთხარი კიდეც, ჩემო ძმაო ასე ძალიან ნუ ცდილობ, მაინც არავინ დაგაწინაურებს-მეთქი…
მესამე დღეს მოვიდნენ, სხვა საკანში გადაგიყვანთო, მეთქი, სხვა საკანში რატომ გადამიყვანთ, აქაც ტყუილად ვარ და კიდევ საკანი უნდა წამართვათ-მეთქი? შენთან სხვა შესახლდაო, მერე ღამე მოვიდნენ კიდევ.
ახლა ვარ ონისესთან, მაგრამ ჩემს საკანში არ დამაბრუნეს, მინდა ამ ორს პასუხი მოეთხოვოს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდე კარცერში, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან….
იქ არ ვჭამდი საჭმელს, მშიერ-მწყურვალი ვიყავი, ტუალეტში არ ვჭამ-მეთქი საჭმელს..ეს იყო და ეს”,- აცხადებს კიკნაძე ჩანაწერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი