დავით ზურაბიშვილი: ერთ-ერთ უნივერსიტეტში აქტივისტ სტუდენტებს გამოკრული აქვთ ხელისუფლების ცოდვა-ბრალის ჩამონათვალი. მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი…

“ერთ-ერთ უნივერსიტეტში აქტივისტ სტუდენტებს გამოკრული აქვთ ხელისუფლების ცოდვა-ბრალის ჩამონათვალი. ერთ ბანერს აწერია “მურუსიძის სასამართლო”, მეორეს “რუსული პროპაგანდა”, მესამეს “სინდისის პატიმრები” და ა. შ., არის ცოტა უფრო დაკონკრეტებულიც, მაგალითად “კობახიძის განცხადება ევროინტეგრაციაზე” და “პაპუაშვილის რუკიდან გამქრალი ტერიტორიები”, მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი, რომელსაც აწერია ერთადერთი სიტყვა: “ყაველაშვილი!”
აი, ყველაფერი რომ გასაგებია ეგრევე და განმარტებაც აღარ უნდა,” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება