ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო ღრმად შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართული ოპოზიციური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
