„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა

იტალიის ჩემპიონატში ჩემპიონი გაირკვა. ლიდერებმა ბოლო ტურის მატჩები პარასკევს ითამაშეს.
„ნაპოლი“ ბოლო ტურის წინ ერთი ქულით უსწრებდა „ინტერს“ და მოგებით ინაღდებდა ტიტულს. სხვათა შორის, ბოლო 15 სეზონში ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როცა სკუდეტოს ბედი ბოლო ტურში წყდებოდა.
კონკურენტების შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. „ნაპოლი“ შინ იღებდა „კალიარის“, „ინტერი“ კი სტუმრად თამაშობდა „კომოსთან“.
პირველმა გოლი „ინტერმა“ გაიტანა და გახდა „ცოცხალი“ ცხრილის ლიდერი, თუმცა ცოტა ხნით – შესვენებამდე „ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეის „მაკრატელათი“ გახსნა ანგარიში. ეს შოტლანდიელის მე-12 გოლი იყო სერია A-ში.
51-ე წუთზე „ნაპოლი“ კიდევ უფრო მიუახლოვდა ტიტულს, რომელუ ლუკაკუს გოლის შემდეგ. ბელგიელმა ჩემპიონატში 14 გოლი დააგროვა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ძალაში დარჩა „ნაპოლის“ ერთქულიანი უპირატესობა.
„ნაპოლი“ ბოლო სამ წელიწადში მეორედ, სულ კი მეოთხედ გახდა იტალიის ჩემპიონი.
1tvsport

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან