“ამ კატეგორიის ექიმებთან ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ” – ჯაბა ზარქუა

ექიმი, ჯაბა ზარქუა:
ექიმების 🚩🚩🚩🚩
“დაგუგლული მოხვედი?”
“ჩატჯიპიტის ცოდნა არ მაინტერესებს!”
ამ კატეგორიის ექიმებთან ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. ექიმი რომელსაც ინფორმირებული პაციენტი დისკომფორტს უქმნის და ამაზე დასცინის, არაა კარგი ექიმი და იზრდება ეჭვი რომ ამას იმიტომ აკეთებს თავისი არასწორი მოქმედება რამენაირად უკრიტიკოდ რომ მიაღებინოს პაციენტს.
პაციენტის განათლება ექიმის ვალდებულებაა და ძალიან კარგია ამაში თუ საინფორმაციო ტექნოლოგიები დაგვეხმარება, დრო და რესურსი დაგვეზოგება, როგორ შეიძლება ეს არ გიხაროდეს?
სხვა საქმეა როცა პაციენტს არასწორი ინფორმაცია აქვს მიღებული და ამის ვალიდაციას ითხოვს ექიმისგან. მანდ ხო არასწორი ინფორმაციაა დამნაშავე და არა მისი გავრცელების მედიუმი (გუგლი, წიგნი თუ ჩატჯიპიტი).
რჩევა პაციენტებისთვის: თუ სწორი ინფორმაციის მოძიების შნო გაქვთ და მისი მიღების პრობლემაც არ გაქვთ (ანუ ხედავთ რომ ის შფოთვას არ გმატებთ), ეს საუკუნე თქვენთვისაა. თუ ხედავთ რომ ინფორმაციის მოძიების პრობლემა გაქვთ ან/და ის შფოთვას გმატებთ – შეგიძლიათ დაანებოთ თავი.
შეჯამება: საინფორმაციო ტექნოლოგიები კარგია! სწორად ინფორმირებული პაციენტი სანატრელია!

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან