ბრიტანეთის საელჩო – ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას – „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება

დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო აცხადებს, რომ „მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას“.
„ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“, – აღინიშნება განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – გრძელი და არსებითი სატელეფონო საუბარი მქონდა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – უკრაინა აპირებს ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელებას, რათა მიაღწიოს მშვიდობას

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული