აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება?

აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც ცდილობს, ექსტრემისტულ განწყობებს შეუქმნას ლეგიტიმაცია.
„პრობლემა ამ შემთხვევაში არა იმდენად ამ ურეიტინგო ორგანიზაციებშია, რამდენადაც მათ დონორებში. კითხვა არის მარტივი და მე უკვე დიდი ხანია, ამ კითხვას ვსვამ. აპირებს თუ არა ევროკავშირის საელჩო შეეგუოს იმას, რომ მისი მოქალაქეების დაფინანსებით ხდება ექსტრემიზმის წახალისება? ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი თუ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს მტკიცება დეზინფორმაციასთან ერთად ამავე დროს არის კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. ასეთი არაღიარებების გამო ჩვენ ვხედავთ მათ შორის, ევროპაში ექსტრემისტულ ჯგუფებს ებრძვიან თავად ევროპული სახელმწიფოები.
ამის ფონზე როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები არ აღიარებენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შესაბამისად ახალისებენ ექსტრემიზმს, ეს არის დაუდევრობა ევროკავშირის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან თუ ეს არის განზრახვა, საქართველოში დაფინანსდეს ექსტრემიზმის წახალისება? მე ვსვამ ამ კითხვას და ველი პასუხს, ვინაიდან პასუხი იქნება განმსაზღვრელი იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ამაზე სათანადო რეაგირება იქნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი

სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი