არის -ის საელჩოში – არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს – რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, ჰერჩინსკი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა

სალომე ზურაბიშვილი არის -ის საელჩოში – არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს – რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა ჰერჩინსკი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება.
ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის საელჩო შეხვედრასთან დაკავშირებით ამომწურავ განცხადებას გააკეთებს და აქვე აღნიშნავს, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჩვევია, რომ მისმა საელჩომ რამე დამალოს“.
„მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. იგივე ევროკავშირის ელჩი. უკვე დიდი ხანია გამოდის განცხადებებით, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური განცხადება. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა ჰერჩინსკი. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ რა განცხადებებზე, რა ღონისძიებებზეა საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნებ გონს მოეგო ევროკავშირის ელჩი და მიღებული ინსტრუქციის თანახმად, რაღაც გარკვეულ თემებს განიხილავს, რომელიც ეხება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას და ქვეყნის გადარჩენას, თუმცა ეჭვი მაქვს რომ ამ თემასთან დავშვრებით არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება ჰერჩინსკის არ გააჩნია, ვინაიდან ინსტრუქცია აქვს სხვა, ხოლო ინსტრუქციის მიმცემის მიმართ ევროპის სასამართლოს სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ეს არის სქემა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ევროპის სივრცეში სერიოზული დაძაბულობა, მათ შორის, იმ ადამიანის მიმართ, ვინც ინსტრუქციებს აძლევს ჰერჩინსკის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს