ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2005 წ. დაბადებული ჰ.მ. და 2000 წელს დაბადებული ჰ.ს. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ჰ.მ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 ცალი მჭიდი და 46 ცალი ვაზნა, ხოლო ჰ.ს. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი 7 მჭიდი და 268 ცალი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – იმის ნაცვლად, ქვეყანა წაიყვანონ წინ, აბრუნებენ უკან – თუ ბელარუსს დავემსგავსეთ, ბელარუსები ვერ დადიან ევროპაში, 10-დან ერთ ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა

პეტრე ცისკარიშვილი – დიახ, მივმართეთ ცესკო-ს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არ წაიღოს „ოცნებამ“, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს ნომერი „5“