ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია – რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია – რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში
ოთახში შემოვარდნენ “ენ” რაოდენობის ნიღბიანი პირები, გამოგვიყვანეს ოთახიდან, ჰოლში დაგვაყენეს, პირით კედლისკენ, ტყვეებივით ხელებაწეული, დეპუტატები, პარლამენტის წევრები. ვალერი გელბახიანმა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერიმ უთხრა, რომ რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას და ა.შ. დაუწყო განმარტებები, რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში, რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხმა, კრინტი. გავჩუმდით, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტელეკომპანია “იმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ჯაფარიძე იხსენებს, ტელეკომპანია “იმედში” ისროდნენ რეზინის ტყვიებს, იყო წივილ-კივილი, აგინებდნენ. მისივე თქმით, იქამდე არ გამოჰყავდათ, სანამ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ არ დარეკა.
„გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს, კიბეებზე ჩამოვედით ფეხით, კუთხესთან დაგვაყენეს პარლამენტის წევრები, დაგვიყენეს დაცვა და ამ დროს მიდის ბათქა-ბუთქი, რეზინის ტყვიებს ისვრიან, წივილი-კივილი, რაღაც სასწაული ამბავი ხდება. ამ დროს ცუდად გახდა ვალერი იზორია, პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ავადმყოფობდა. წნევამ აუწია, დავაწვინეთ იატაკზე, პიჯაკი გავიხადე თავქვე დავუდე და ვეხვეწებოდით ამათ, რომ გვიკვდება კაცი რამე ქენით, გვიშველეთ, არ შემოგვაკვდეს. არავის რეაქცია ამაზე არ ჰქონდა. რა თქმა უნდა გვაგინებდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ, ჩვენდა გასაკვირად, ეს ცოტახანი მინიმუმ 40 წუთი მაინც იყო ალბათ, გამოგვიყვანეს, წამობრძანდით უნდა წახვიდეთო, უნდა გაგიყვანოთო და შემდეგ როგორც გავარკვიეთ კახა კუკავას და ზვიად ძიძიგურის აპარატის თანამშრომლები პარლამენტში მისულან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქალბატონ ნინოს უთხრეს, რომ პარლამენტის წევრები არიან დაკავებული „იმედის“ შენობაში და გთხოვთ რამე რეაგირება გააკეთოთ. ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მან ასევე ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მისი ჟურნალისტთან გაკეთებული კომენტარი არ მოეწონა ერთ-ერთ ნიღბიანს და გადატენილი ავტომატი მიუშვირა.
„რომ გამოგვიყვანეს, კორიდორივით იყო და გვაგინებდნენ იქიდან. გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა, რაშიც გვითხრეს, რომ ჩასხედით და გაგიყვანენო. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინდელი „რუსთავი 2“ გახსოვთ როგორიც იყო, მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, აბა რა ხდება, როგორ ხდება და როგორც ჩანს მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე და ვიყვირე, აღარ მახსოვს, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია, რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში. მე ვიყავი და მესროლეთქო. კახა კუკავა გადამეფარა წინიდან, ბატონო ვიქტორ გაჩერდი თორემ დაგვხოცავენო. არ გაგრძელდა ეს დიდხანს, გამოგვიყვანეს იქიდან“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით