სტეპან გრიგორიანი – ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო – რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ – თუ გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით

სომხეთში ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ს ვიზიტის შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, ცხადია, ლავროვის ვიზიტი ერევანში დაგეგმილი იქნებოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ მოვლენები ქრონოლოგიურად ასე დალაგდა – ლავროვის ვიზიტი ერევანში ტრამპსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მეორე დღესვე შედგა.
რა წინადადებებით ჩამოვიდა ერევანში მინისტრი ლავროვი და სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა მისი ვიზიტი სომხეთის დედაქალაქში?
– მე შევეცდები, ერევანში ლავროვის ვიზიტის ჩემეულ ინტერპრეტაციაზე მოგახსენოთ.
ლავროვი ერევანში ჩამოვიდა იმის სათქმელად, რომ სომხეთი რუსეთისგან ვერ მიიღებს 400 მილიონი დოლარის იარაღს, რომელიც სომხეთმა რუსეთისგან 2020 წელს იყიდა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ რუსეთი ახლა სთან ომს აწარმოებს.
ლავროვმა ერევანში ვიზიტის ფარგლებში ბევრი სასულეები ილაპარაკა, მაგრამ მათგან მთავარი ასეთი რამ იყო – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სომხეთს იარაღს ვერ აწვდის, სომხეთმა იარაღი საფრანგეთისგან არ უნდა იყიდოს, რადგან საფრანგეთი რუსეთის მტერია. ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაცია არ გახლავთ, ლავროვმა ასე თქვა.
ლავროვი შეეცადა სომხეთის მოსახლეობისთვის „აეხსნა“, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს რუსეთმა კი არა, არამედ პრემიერმა ფაშინიანმა ჩააბარა. რუსეთს კი უნდოდა ყარაბაღის მოსახლეობის დაცვა, მაგრამ, პრემიერი ფაშინიანი ისეთი ცუდი ადამიანია, რომ ამის საშუალება მან რუსეთს არ მისცა. ლავროვის შემდეგი გზავნილი ასეთი იყო – დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის კარგი ურთიერთობები არ იყოს.
ლავროვი ერევანში აქციის ფონზე იყო აქციები, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი მიუღებელი იყო, მაგრამ, რადგან სომხეთს ევრაზიული კავშირის ფარგლებში რუსეთთან ბევრი საკითხები აკავშირებს, ხელისუფლებამ იგი, რა თქმა უნდა, მიიღო. ლავროვის ვიზიტმა გვაჩვენა, რომ მინისტრი ლავროვი სომხეთში არასასურველი პერსონაა.
– რადგან ბატონი ლავროვი დასავლეთის კრიტიკას ერევანშიც არ მოერიდა, ალბათ მას კრიტიკული დამოკიდებულებაც ჰქონდა სომხეთის პარლამენტის იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელშიც ნათლად წერია, რომ სომხეთის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა…
– ლავროვს კონკრეტულად პარლამენტის ამ გადაწყვეტილებაზე არ უსაუბრია, მაგრამ თქვა რომ „სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება არ უნდა ხდებოდეს რუსეთის ხარჯზე“. მისივე მტკიცებით, ევროკავშირი სომხეთთან დაახლოებით „ცდილობს რუსეთსა და სომხეთს შორის მოხდეს ურთიერთობების გაწყვეტა.“
ამგვარ მტკიცებებზე ჩემი პასუხი ასეთი – სომხეთთან ურთიერთობები თავად რუსებმა გაწყვიტეს. რუსების პოლიტიკის სისასტიკე იმაშია, რომ ურთიერთობები სომხეთთან მათ გაწყვიტეს და ახლა ამას სომხეთს აბრალებენ.
ევროკავშირის მიმართულებით სომხეთის მოძრაობაზე ლავროვს არაფერი უთქვამს. პრეტენზიების გახმოვანების შემდეგ კი, მან თქვა – „სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს ამის უფლება“, მაგრამ, იქვე ამატებდა – „ჩვენ ეს არ მოგვწონს“ ­
2020-2021 წლებში როცა აზერბაიჯანული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ, რუსები პასუხი ასეთი იყო – ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზეა შესული. ევროკავშირის მიმართულებით სომხეთის მოძრაობაზე ლავროვს არაფერი უთქვამს. პრეტენზიების გახმოვანების შემდეგ კი, მან თქვა – „სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს ამის უფლება“, მაგრამ, იქვე ამატებდა – „ჩვენ ეს არ მოგვწონს“.
– ლავროვმა ერევანში განაცხადა – „რუსეთი დაინტერესებულია სომხეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების კოლექტიურ შეთანხმების საქმიანობაში“.
რამდენადაც მახსოვს, სომხეთს შეჩერებული აქვს ამ ორგანიზაციაში ქვეყნის წევრობა. მან ეს კი განაცხადა, მაგრამ, ამის შემდეგ რა და როგორ იქნება?
– არაფერი არ იქნება, რადგან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უპასუხა. უნდა ითქვას, რომ სომხეთის მინისტრმა ლავროვის ყველა გამოხტომას იმის გამო არ უპასუხა, რომ არ უნდოდა ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ კონკრეტულად ამ თემაზე უპასუხა – „უსაფრთხოების კოლექტიურმა შეთანხმებამ, როგორც ორგანიზაციამ, არ გაამართლა სომხეთის მოლოდინები როცა სომხეთზე იქნა განხორციელებული შეტევები, ამიტომ ჩვენ შევაჩერეთ ამ ორგანიზაციაში წევრობა და ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ“.
„უსაფრთხოების კოლექტიურმა შეთანხმებამ, როგორც ორგანიზაციამ, არ გაამართლა სომხეთის მოლოდინები როცა სომხეთზე იქნა განხორციელებული შეტევები, ამიტომ ჩვენ შევაჩერეთ ამ ორგანიზაციაში წევრობა და ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ“
მიუხედავად ამისა, ლავროვმა თქვა – „სომხეთი უნდა იყოს ოდბკ-ში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარს ამბობს სომხეთის დაცვაზე.“
ლავროვის პოზიცია ძალიან მკაფიო და მკაცრი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას არ დაუწყია ზღაპრების მოყოლა. პრაქტიკულად მან თქვა, – სომხეთი უნდა იყო ოდბკ-ში, თუ არ იქნებით ეს სომხეთისთვის ცუდი იქნება“. და ეს მაშინ, როცა მანამდე მან თქვა რომ სომხეთი რუსეთისგან იარაღს ვერ მიიღებს და თუ სომხეთს დასჭირდა, მას რუსეთი არ დაეხმარება.
– ლავროვის განცხადება – „ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის მიზეზს“, აშკარად მუქარანარევი იყო.
თქვენ როგორ აღიქვით ლავროვის ეს მუქარანარევი განცხადება?
– თქვენ აბსოლუტურად სწორად გაიგეთ. ლავროვს როცა ჰკითხეს ემუქრება თუ არა რუსეთი სომხეთს უკრაინიზაციით? თავიდან მან თქვა, რომ „სომხეთში სულ სხვა ვითარებაა“, შემდეგ კი დაამატა – „თუ სომხეთი რუსეთს საფრთხეს შეუქმნის, რუსეთი სომხეთს უკრაინის მსგავსად უპასუხებს“.
ლავროვის ამ ორივე პასუხის მოსმენა ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ლავროვის ვიზიტი და ამ განცხადების მიზანი იყო სომხური მოსახლეობაში ანტიუკრაინული განწყობების შექმნა.
ლავროვს როცა ჰკითხეს ემუქრება თუ არა რუსეთი სომხეთს უკრაინიზაციით? თავიდან მან თქვა, რომ „სომხეთში სულ სხვა ვითარებაა“, შემდეგ კი დაამატა – „თუ სომხეთი რუსეთს საფრთხეს შეუქმნის, რუსეთი სომხეთს უკრაინის მსგავსად უპასუხებს“
ლავროვმა ერევანში ღიად და პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინას ფაშისტი ხელისუფლება მართავს, რომ, „რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს.“ ამას ის ხშირად იმეორებდა, რაც იმას ნიშნავს რომ მას უნდოდა სომხური საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ „სომხეთმა რუსეთთან ერთად უნდა იბრძოლოს უკრაინული ფაშიზმის წინააღმდეგ“.
ჩემი აზრით, იმის გამო, რომ სომხეთში ახლა განწყობები შეცვლილია, საზოგადოების დიდ ნაწილი თავის და ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს და მხარს უჭერს უკრაინას.
საჯარო სივრცეში ამ თემაზე ჩვენთან არ უმსჯელიათ, მაგრამ ვიცი რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ისე არ მისცა ხმა, როგორც ეს რუსეთს უნდოდა.
საქართველოს შემთხვევაში ეს ეხებოდა გაეროში მიღებულ რეზოლუციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილთა დაბრუნებას, ხოლო უკრაინის შემთხვევაში ასევე გაეროში მიღებულ რეზოლუციას ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე უკრაინის ომის კონტექსტში, რომლის პრეამბულაში რუსეთი აგრესორ ქვეყნადაა მოხსენიებული.
– საინტერესო იყო ლავროვის განცხადებები უკრაინაზე. მან ერევანში თქვა – „უკრაინასთან არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება“.
არადა, რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის გასაგონად ამბობს რომ მზადაა უკრაინასთან დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს…
– ერევანში გაკეთებული ამ განცხადების ადრესატი ევროპაც იყო და ამერიკაც. იმის გამო, რომ ახლა სომხეთი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, ლავროვს მათთვის უნდოდა ეთქვა, რომ „უკრაინელი ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთი რუსეთთანაა და მოკავშირეა“. ეს რომ ასე არაა, ფაქტია, მაგრამ, მას უნდოდა ევროპასა და ამერიკას დაენახა, რომ იგი ამაზე ერევანში თავისუფლად საუბრობს.
იმის გამო, რომ ახლა სომხეთი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, ლავროვს მათთვის უნდოდა ეთქვა, რომ „უკრაინელი ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთი რუსეთთანაა და მოკავშირეა“. ეს რომ ასე არაა, ფაქტია, მაგრამ, მას უნდოდა ევროპასა და ამერიკას დაენახა, რომ იგი ამაზე ერევანში თავისუფლად საუბრობს
რა თქმა უნდა, მისი ამ განცხადების ადრესატი იყო სომეხი ხალხი. ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო – რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ – თუ გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით.
დარწმუნებული ვარ, ლავროვს ეს განცხადებები ერევანში შემთხვევით არ გაუკეთებია.
– ვხედავთ, რომ კარგა ხანია სომხეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.
ამ თემაზე ლავროვმა თქვა – „პოზიტიურად აფასებს ბაქოსა და ერევანს შორის ხელმოსაწერ შეთანხმებას“. ლავროვის ერევანში ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანთან შეთანხმების ხელმოწერა დაჩქარდება თუ ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდება?
– რთული კითხვაა, მასზე ჩემი პასუხი ასეთია – სომხეთმა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებიდან რუსეთი იმიტომ გამოიყვანა, რომ რუსეთი არაობიექტური შუამავალია.
არც აზერბაიჯანს უნდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობა. ვფიქრობ, რომ ახლა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებაში ახალი ფაქტორები იმოქმედებს.
– სომხეთში ლავროვის ვიზიტამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ვიზიტად პეკინში, რომლის ფარგლებში მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვიზიტად იმყოფებოდა უნგრეთში, რომლის დროსაც მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ ორბანთან.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის აქტიურობა ჩინეთისა და უნგრეთის მიმართულებებზე?
– პრეზიდენტი ალიევი ცდილობს აქტიურად იმუშაოს ევროპასთან. ევროპას ალიევის მიმართ სერიოზული შენიშვნები აქვს. ფაქტია, რომ მას მუშაობა ყველასთან არ გამოსდის, მაგრამ, იგი მუშაობს ყველასთან, ვისთანაც მუშაობა შეუძლია.
თავის მხრივ, ახლა სომხეთი აქტიურად მუშაობს არაბულ და მუსლიმანური სამყაროს ქვეყნებთან. ეს კეთდება იმისთვის, რომ მათ სომხეთის პოზიციაც იცოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის აქტიურობები საერთაშორისო დონეზე მათ შორის პოზიციურ და კონკურენტულ ბრძოლას ჰგავს.
ახლა სომხეთს უფრო ძლიერი პოზიციები ევროპაში აქვს. ამიტომ სომხეთი ცდილობს პოზიციების გაძლიერება არაბულ და მუსლიმანურ ქვეყნებში.
– იმის გათვალისწინებით, რომ რბილად რომ ვთქვათ, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები პრემიერ ორბანზე ნაწყენები არიან, ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა რომ პრეზიდენტი ალიევი ევროპაში პარტნიორებს ეძებს, გადაჭარბებული იქნებოდა.
პრეზიდენტი ალიევი ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს და ევროპელ ლიდერებსაც…
– კი ეს ასეა. მაგრამ აზერბაიჯანი გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებები აქვს დადებული რუმინეთთან, სლოვაკეთთან. მე ამას უარყოფითად სულაც არ ვუყურებ. მას ენერგომატარებლების სახით აქვს კოზირები და მათ იყენებს.
პრეზიდენტ ალიევს პოზიციები ევროკავშირის სტრუქტურების დონეზე სუსტი აქვს, მაგრამ ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში აქტიურად მუშაობს.
– მინისტრ ლავროვის ვიზიტი და ერევანში გაკეთებული განცხადებები როგორ აღიქვა სომხეთის საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა?
– ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ლავროვის ვიზიტი სომხეთში არ შედგებოდა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ სომხეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუარესდება.
ლავროვს სომხეთში თავისი ვიზიტით ჩვენთვის იმედისმომცემი არაფერი უთქვამს. ეგ კი არა, ლავროვმა ერევანში სომხებს გვითხრა – თქვენ ჩვენთვის არავინ არ ხართ. მე ადამიანურ ენაზე ვამბობ იმას, რაც ჩვენ ლავროვმა გვითხრა – არავინ არ ხართ და თქვენთვის არანაირ დახმარებასაც არ ვაპირებთ, და საერთოდ, თუ ნორმალურად მოიქეცით, ეს თქვენთვის უკეთესი იქნება.
ლავროვმა ერევანში სომხებს გვითხრა – თქვენ ჩვენთვის არავინ არ ხართ. მე ადამიანურ ენაზე ვამბობ იმას, რაც ჩვენ ლავროვმა გვითხრა – არავინ არ ხართ და თქვენთვის არანაირ დახმარებასაც არ ვაპირებთ, და საერთოდ, თუ ნორმალურად მოიქეცით, ეს თქვენთვის უკეთესი იქნება
სომხურმა საზოგადოებამ ლავროვის გზავნილები ისე გაიგო, როგორც უნდა გაეგო.
ამიტომ თუ სომხურ პრესას გადახედავთ, ნახავთ, რომ ლავროვის განცხადებებს ყველა აკრიტიკებს. ახლა ჩვენთან ლავროვს არა მხოლოდ სომხეთის დემოკრატიული საზოგადოება აკრიტიკებს, არამედ ისინიც, ჩვენთან პრორუსებად და თითქმის მეხუთე კოლონად მიიჩნევიან. ისინიც კი შეეცადნენ ლავროვის განცხადებები ფრთხილადაც კი შეეფასებინათ.
ლავროვის ვიზიტს ერევანში სომხეთისთვის არაფერი კარგი არ მოუტანია, არც შეეძლო მოეტანა, მეტიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში მეტი ნეგატიური შეიტანა, ვიდრე პოზიტიური. რა თქმა უნდა, საუბარია პუტინის რუსეთზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი