ქუთაისში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ადვოკატის, გელა სიორდიას თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ქვეშ იყო.
როგორც ადვოკატი განმარტავს, 35 წლის მამაკაცი თავს იცავდა, რადგან მეზობლის კაცი დანით მიუვარდა.
არსებული ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი, 55 წლის მამაკაცი მეზობელ ქალს სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც მასსა და აღნიშნული ქალის მეუღლეს შორის უთანხმოება მოჰყვა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დღეს, 19 მაისს 55 წლის კაცი თავად მივიდა 35 წლის მეზობელთან, რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავისი მიწა-წყალი ისე, რომ თმის ერთი ღერი არავის ჩამოვარდნია – მარტო გახარია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არ მიუღია, ჩართული იყო ყველა უწყება, ასევე, ევრომონიტორები