პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია.
თბილისში ელჩების კონფერენცია დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა და 28 დეკემბერს დასრულდება. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.