გამეხარდებოდა, რომ პრეზიდენტი ამბასადორიალზე მენახა — ელჩი გოჩა ჯავახიშვილი

საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ გაუხარდებოდა პრეზიდენტის ხილვა თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე.
“ეს შედეგი[კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში.
მე გამეხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი”, — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.
თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
· პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე არ მიიწვიეს – ადმინისტრაცია