კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, კუნძულ კრეტაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 06:19 საათზე, ქალაქ ჰერაკლიონიდან 79 კილომეტრში მოხდა.
6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები თურქეთსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში