ერაყის მთავრობამ სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები დაგმო

ერაყის მთავრობამ სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები დაგმო, – ამის შესახებ განცხადებას ერაყის მთავრობა ავრცელებს.
„ერაყის მთავრობა გმობს იმას, რაც დღეს დილით მოხდა, რომლის დროსაც ერაყის სამხედრო ობიექტებზე ამერიკულმა მხარემ თავდასხმები განახორციელა. ეს ნამდვილად მტრული აქტია. იგი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მტკიცე ორმხრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ერაყთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ამერიკული მხარის განზრახვას უპირისპირდება“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ერაყის მთავრობის ცნობით, ამერიკელების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე და 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა, ხოლო ჯო ბაიდენის ბრძანებით აშშ-მა საპასუხო დარტყმები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ