ვოლოდიმირ ზელენსკი – სამწუხაროდ, რუსები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევიან

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა.
„სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ – სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს ს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ანგარიშზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებაზე პარტნიორებთან მუშაობას ეხებოდა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ს ფედერაციასთან ომის ტყვეების გაცვლისთვის ემზადება.
„კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ : ვამზადებთ გაცვლას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენიანი უნდა გავათავისუფლოთ. ვამოწმებთ ინფორმაციას თითოეული სახელის შესახებ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ძალიან ვცდილობთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მო­ბილს 13 წლის მო­ზარ­დი მარ­თავ­და… – “შაკოს ოჯახს გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეს ხურავს, რადგან მკვლელი არის 13 წლის… გართობას ბიჭის სიცოცხლე შესწირა”… ავარიას შეწირული 31 წლის ბიჭის საქმის დეტალები