გიორგი სიორიძე – პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, ჩვენ ამას ვაკეთებთ – ვემზადებით

პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს სთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვემზადებით , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი სიორიძის განცხადებით, „ლელო ძლიერი საქართველო“ იმუშავებს ისე, როგორიც იქნება ამომრჩევლის დაკვეთა.
„ჩვენი პოზიცია თავიდანვე თანმიმდევრული და მკაფიო იყო. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც მინიმუმ 200 000 ამომრჩეველს წარმოადგენს, რაც ვერ გაგვიყალბეს, ეს დადასტურებული ფაქტია. ჩვენ ვემსახურებით ქართულ საზოგადოებას. პარტიას აქვს თავისი კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია, ის უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკური ნების ფორმირებაში. სხვადასხვა ფორმა შეიძლება იყოს ამის. როდესაც ქვეყანაში მთავარი დღის წესრიგი იყო პროტესტი, „ლელო“ პირველი იდგა პროტესტში. ვერცერთი პარტია ვერ იტყვის, რომ „ლელოზე“ მეტი გაუკეთებია…
პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვემზადებით, ვწვრთნით ჩვენს ხალხს იმიტომ, რომ მთავარი მიზანი რაც გვაქვს, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოპოვება, ბუნებრივია სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ეს საკითხი არ შეიძლება იყოს ჩამნაცვლებელი ამ მთავარი მოთხოვნისა.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა არ შეწყდება, არ შევწყვეტთ ჩვენც, მაგრამ რასაც ჩვენი ამომრჩეველი დაგვიკვეთავს იმ მომენტში, როდესაც იქნება სწორი გზა ბრძოლისა და გეგმის შემუშავებისა, ისე ვიმუშავებთ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობიანი, სოლიდური ოპოზიციური პარტია ვართ“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“