ლანა ღვინჯილია: მასსიმილიოანო ფუქსასი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე არქიტექტორია. სულ 17 ქვეყანას აქვს მისი შენობა. საქართველოს გვაქვს ორი…

“მასსიმილიოანო ფუქსასი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე არქიტექტორია. სულ 17 ქვეყანას აქვს მისი შენობა. საქართველოს გვაქვს ორი – so called დოქები (გალერეა და მუსიკალური ცენტრი), და თბილისის იუსტიციის სახლი.
დარწმუნებული ვარ ფუქსასს ჯერ არ ჰქონია შენობა, რომელიც დაუნგრიეს.
მავნებლობა, ბოღმა და სიხარბე…”, წერს სოციალურ ქსელში ლანა ღვინჯილია.
შეგახსენებთ, „რიყის დოქები“ არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე – აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა უნდა აშენდეს „რიყის დოქების“ ნაცვლად, კალაძე ამბობს, რომ დეტალებს მომავალში გაივლიან. კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, სასტუმროც აშენდეს. „რიყის დოქების“ დემონტაჟი და მის ადგილას სასტუმროს აშენებაზე მიუთითებს მთავრობის განკარგულება „რიყე დომის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ, რომელიც ასახულია შეცვლილი საპრივატიზაციო პირობები.
ამ პირობების მიხედვით, „რიყე დომმა“, რომელმაც „რიყის დოქები“ დავით ხიდაშელის კომპანიისგან მიმდინარე წლის მაისში იყიდა, 2030 წლის მაისამდე უნდა უზრუნველყოს ადგილზე უძრავი ქონების განვითარება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას. ინვესტიციის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 44 მილიონი ლარი.
„რიყე დომს“ მის მიერ შესყიდულ უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის დემონტაჟის უფლება აქვს მას შემდეგ, რაც ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს დემონტაჟის შედეგად მისაღები მასალების საბანკო გარანტიას.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – განაცხადა ირაკლი .
კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, მ აღნიშნა, რომ არა.