გიორგი ტყემალაძე კახა კალაძის მოადგილე გახდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილედ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დანიშნა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა ახალი მოადგილის გასული საქმიანობა პოზიტიურად შეაფასა.
„ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა… საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გიორგიმ კარგად იცის, თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, – თქვა კალაძემ ტყემალაძეზე.
გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს ბოლო ორი მოწვევის თავმჯდომარე იყო. ის, კალაძის მსგავსად, პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ამ დრომდე ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა ირაკლი ხმალაძე, რომელიც 15 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ