დიმიტრი პესკოვი – რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება

რუსეთსა და ს შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ყველა დინამიურად მუშაობს. ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მხარეები ცალ-ცალკე მოამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას.
პესკოვის განმარტებით, ასევე მიმდინარეობს მზადება ტყვეების 1000/1000-ზე პრინციპით გაცვლაზე.
„მიმდინარეობს სამუშაოები სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს უკრაინასთან ტყვეების 1000/1000 -ზე პრინციპით გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომი მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე განცხადებით, მოსკოვს სგან თანამშრომლობის შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
„არა, ჯერ არა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იყო თუ არა ვატიკანისგან რაიმე კონკრეტული წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების მიზნით მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს