ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, – ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა.
საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს (“ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“
ე.წ. საკანონმდებლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას, სავარაუდოდ, „ოპოზიციური“ ძალებიც გამართავენ.
ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მომზადებულ შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომები იყო დაშვებული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ