არ გამიკვირდა, რომ ბინზნესის გადაფორმებაზე კეზერაშვილი მელაპარაკებოდა. თავდაცვის მინისტრი აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, თავის ბიზნესები ჰქონდა. სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა

არ გამიკვირდა, რომ ბინზნესის გადაფორმებაზე კეზერაშვილი მელაპარაკებოდა. თავდაცვის მინისტრი აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, თავის ბიზნესები ჰქონდა. სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა რა საუბრები ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენლებთან ბიზნესის გადაფორმებაზე. კომისიის თავმჯდომარის კითხვას, გაუკვირდა თუ არა ის ფაქტი, რომ ბიზნესის გადაფორმებაზე თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ესაუბრებოდა, რუხაძემ ასე უპასუხა:
„რა თქმა უნდა, არ გამიკვირდა. ჯერ ერთი, თავდაცვის მინისტრი საკმაოდ აქტიურად იყო გარეული ბიზნესებში, რაღაც თავის ბიზნესები ჰქონდა. არ გამიკვირდა, იმიტომ რომ სააკაშვილის მთავრობაში პოზიცია მაინცდამაინც არაფერს ნიშნავდა. გყავდა , რომელიც ვიღაცის მოადგილის მოადგილე იყო ყოველთვის სადღაც, მაგრამ ნებისმიერ თემაზე გელაპარაკებოდა, მაგალითად გირგვლიანის მკვლელობის ფაქტები უნდა გაუშვა თუ არ გაუშვა, ამიტომ საერთო არ გამიკვირდა ეს.
კეზერაშვილი დამპირდა, რომ ვიმეგობრებთ, ყველა ბიზნესს გაგატანთო. ესეც იყო მეორე მხარე – თუ მათთან იყავი. არ ვიცი რას გამატანდნენ, რას არა, მაგრამ ეს საუბარი ბევრთან მქონდა – შენ ოღონდ ბადრის გადაუდექიო და გინდა შენ წაიღე მარტო, გინდა შენ და შენმა პარტნიორებმა წაიღეთ, ყველაფერს გაგატანთ, რაც ჰქონდა. ეს შემოთავაზებები სულ იყო. ამიტომ, მეგობრული ლაპარაკი იყო ფაქტობრივად. მოდი ეს ორი რაღაც გავაკეთოთ, ვიმეგობროთ და რაც გინდა აკეთე აქ – დაახლოებით ასეთი შემოთავაზება იყო“.
Next: გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, დან ხელისუფლების გადაბარებამდე

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე