ვინ შეცვლის ელმასს? – დე ლაურენტისი 5 ფეხბურთელს აკვირდება

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ელიფ ელმასი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე “ლაიფციგს” შეუერთდება. გერმანულმა კლუბმა ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ჩრდილომაკედონელის შემცვლელს ხუთი ფეხბურთელისგან შემდგარი სიიდან შეარჩევს.
ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე), მორიც კიგარდი (ზალცბურგი), ემილ პიერ-ჰოიბიერგი (ტოტენჰემი), ბუბაკარი სუმარე (სევილია), მატს ვიფერტი (ფეიენოორდი).
შეგახსენებთ, ელმასის სანაცვლოდ “ნაპოლი” 30 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში