ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების “ოქროს გუმბათის” პროექტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების “ოქროს გუმბათის” პროექტი დაამტკიცა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, “ოქროს გუმბათის” თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.
“ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. “ოქროს გუმბათი” რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ უნდოდა, თუმცა მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო