რუსებმა სუმის ოლქში სასროლეთზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, 6 ჯარისკაცი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაიჭრა

უკრაინის სუმის ოლქში, ს მიერ სასროლეთზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედრო ნაწილის მეთაური თანამდებობიდან გადააყენეს და საჭირო ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.