ეროვნული ბანკის მიერ 20 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7401 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0815 ლარია.
ვალუტის კურსი თბილისის სავალუტო ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7370 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7330 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0900 ლარად, გაყიდვა კი 3.0800 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7400 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7350 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0900 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0700 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7440 ლარად, გაყიდვა კი – 2.7330 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0900 ლარად, გაყიდვას კი – 3.0750 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7400 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7150 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0850 ლარად, გაყიდვა კი 3.0450 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
