მარია ზახაროვა – საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ

საფრანგეთი, ხელს უწყობს რა ს წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და დახმარებას უწევს ს რეჟიმის, სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგები, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგნენ დასავლეთის ომის პარტიას არა მხოლოდ კიევის რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევით, არამედ, ხედავთ, უკვე ბრიტანელებთან ერთად ცდილობენ ნეონაცისტური, ავტორიტარული კიევის რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსულ სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო ში სიტუაციის მოგვარებასთან – ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია.
„რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებიდან არცერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს