USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე

USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე
-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარების მხოლოდ 12% აღწევდა მათ, ვისაც ის სჭირდებოდა.
„USAID-ის ხაზით გამოყოფილი ყოველი დოლარიდან მხოლოდ 12 ცენტი მიდიოდა მიმღებამდე. ეს ნიშნავს, რომ ვინმესთვის დახმარების გასაწევად, დანარჩენი თანხა უნდა დაგვეხარჯა ამ უცხოური დახმარების ინდუსტრიული კომპლექსის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა -ის სახელმწიფო მდივანმა.
„ჩვენ ვაპირებთ ვიპოვოთ დახმარების მიწოდების უფრო ეფექტური გზები. მას ჩვენი რეგიონული ბიუროები გაანაწილებენ. დაფინანსდება პროგრამები, რომლებიც სარგებელს მოიტანს, და ეს იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიდგომის ნაწილი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, დახმარების ბევრ პროგრამას საერთოდ არ ჰქონდა აზრი.
„ჩვენ ვაფინანსებდით მსოფლიოს მასშტაბით იმას, რაც აბსოლუტურად უაზრო იყო“, – დასძინა მან.
Previous: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა