“ოჯახის სიწმინდე კი არა, 25 წლის პირველ კვარტალში პედოფილიის 51 შემთხვევა აღირიცხა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ოჯახის სიწმინდე კი არა, 25 წლის პირველ კვარტალში პედოფილიის 51 შემთხვევა აღირიცხა.
ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში მკვეთრად შემცირებული რიცხვია – ძალიან ხშირად, ეს დანაშაული მსხვერპლის მიერ იმალება.
სანამ ეროვნული უსაფრთხოების სისტემა კომპრომატებს აგროვებს რეჟიმის კრიტიკოსების დასამორჩილებლად, ამავე რეჟიმის ოფიციალური მონაცემებითაც კი, ყოველ მეორე დღეს, საქართველოში ბავშვს აუპატიურებენ შეღწევით, ან სხვაგვარი სექსუალური ძალადობით.
უსაფრთხოების და მართლმსაჯულების სისტემის გამართვა რეჟიმის ცვლილების მთავარი შედეგი უნდა იყოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო