საქართველო წყვეტს სპეცტექნიკის და ავტომობილების რეექსპორტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე – რუსული მედია

რუსული გამოცემა, „ოსური ამბები“ წერს, რომ საქართველომ დახურა “ხვრელი,” რომელსაც , სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების გავლით ტრანზიტისთვის სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდა.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ 15 მაისიდან, საქართველოში აკრძალული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსატანად, ყაზახეთის ან ს მოქალაქისთვის რეექსპორტის რეგისტრაცია აუცილებელი იქნება.
სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ თავად საქართველო -სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არ მოქცეულიყო.
მიზეზად ქართული გამოცემა iFact-ის სტატია სახელდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი აკრძალულ სპეცტექნიკას, ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებსა და თოვლმავლებს იტალიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან საქართველოს გავლით იღებს.