კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე – ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება – რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის სამიზნეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი წარმოადგენს.
„ასევე, ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება“, – წერს კაია კალასი.
ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო