პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს – მოპარული ნივთების ღირებულება 1 600 ევროს შეადგენს

პოლონეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. საქმე მაღაზიის გაქურდვას ეხება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საკვები მოიპარეს, რომელთა საერთო ღირებულება 1 600 ევროს შეადგენს.
ასევე ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, 48 წლის კაცი, პოლონეთიდან ერტხელ უკვე დადეპორტებული იყო, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალდებულმა შეცვალა პირადი მონაცემები და ისევ პოლონეთში ჩავიდა.
პოლონური მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს შენგენის ზონაში 10 წლის ვადით აეკრძალა შესვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა