ჩინეთი აშშ-დან და ევროპიდან პლასტმასის იმპორტზე 75%-მდე გადასახადს აწესებს – CNN

ჩინეთმა -დან, ევროკავშირიდან, იაპონიიდან და ტაივანიდან პლასტმასის (პოლიფორმალდეჰიდის კოპოლიმერის) იმპორტზე 75%-მდე გადასახადი დააწესა.
როგორც CNN იუწყება, გადაწყვეტილება ანტიდემპინგური გამოძიების შემდეგ იქნა მიღებული და ძალაში დღეს შედის. გადასახადები 3.8%-დან 74.9%-მდე მერყეობს, რომელიც შეეხება საავტომობილო ინდუსტრიაში, სა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გამოყენებულ პროდუქტებს.
გადაწყვეტილება აშშ-სა და ჩინეთს შორის ზოგიერთი ტარიფის დროებითი 90-დღიანი შეჩერების შემდეგ მიიღეს. ჩინეთმა ასევე ადრე დააწესა ტარიფები ევროპულ ბრენდზე, ევროკავშირის მიერ ჩინური ელექტრომობილების შესახებ ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ.